რუსეთს უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგი გადააქვს

უცხოური გავლენიანი გამოცემა Reuters-ი სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობითავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთს უკრაინის საზღვართან სხვა სამედიცინო მასალასთან ერთად სისხლის მარაგიც გადააქვს. გამოცემის ინფორმაციით, სისხლის მარაგი ჯარისკაცებისათვის იქნება განსკუთვნილი, რაც რუსების ომისათვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

“ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ სისხლის მარაგების მობილიზების შესახებ ინფორმაციის გაჟღერება კიდევ ერთ კონტექსტს მატებს შეერთებული შტატების გაფრთხილებას, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს,”- წერს Reuters-ი.

 

მსგავსი თემები