ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით უფასო ტესტირება არ შეჩერდება

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, უფასო ტესტირების შეწყვეტასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პროგრამა არ შეჩერდება.

„ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს, არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება. ამირან გამყრელიძემ ამ საკითხზე სარეკომენდაციო ხასიათის მოწოდება გააკეთა. არ არის სავალდებულო, ყველა გაიტესტოს. ტესტირება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში იმ კატეგორიისთვის, ვინც უფასოდ იღებდა ტესტირების სერვისს ჯანდაცვის სამინისტროდან. ასევე, აგრძელებენ კომერციული ლაბორატორიები კოვიდის ტესტირებას და ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ არის“ – განაცხადა მინისტრმა პარლამენტში.

შეგახსენებთ, რომ, გუშინ, ამირან გამყრელიძემ გააკეთა განცხადება, რომ ტესტირება მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის იქნებოდა უფასო.

მსგავსი თემები