კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 200 კვლევა ტესტით, მათ შორის 51 865 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 335 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 075 154.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.24%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 14.15% ხოლო 7 დღის მანძილზე – 18.01%.

მსგავსი თემები