ვირუსით 8 767 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 386 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 173  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  15.55%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 030 710.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 11.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.76%.

მსგავსი თემები