„პანდემიის დასასრული ახლოსაც კი არ არის“ – ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის,  ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით,  კორონავირუსის პანდემიის დასასრული ახლოსაც კი არაა.

ტედროს ადანო კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ ზრდასთან ერთად, ახალი ვარიანტების გამოჩენა არ გამორიცხავს.

„ეს პანდემია დასრულებასთან ახლოსაც არ არის, ომიკრონის გლობალურად საოცარ ზრდასთან ერთად ახალი ვარიანტების გამოჩენაც მოსალოდნელია, ამიტომაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღრიცხვა და შეფასება.  განსაკუთრებით მაღელვებს ის ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ. ადამიანების დამძიმებისა და გარდაცვალების ბევრად მეტი რისკია, თუ ისინი აცრილები არ არიან“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

მსგავსი თემები