ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 967-ია

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 52 771 ია, საიდანაც: 4 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 848, აჭარაში – 606, იმერეთში – 814.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 108, იმერეთში – 249.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 50, იმერეთში – 27.

2 051 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 249 – თბილისში, 568- აჭარაში.  46 327 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 6.  სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 15 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

მსგავსი თემები