ერთ დღეში, ვირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 304 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 928 441.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 449 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 222 შემთხვევა, აჭარა – 768, იმერეთი – 483, ქვემო ქართლი – 189, შიდა ქართლი – 203, გურია – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184, კახეთი -159, მცხეთა-მთიანეთი – 101, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -14.

მსგავსი თემები