ინფიცირებულთა შორის 1083 პირი მძიმე პაციენტია

საქართველოში, ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 602 საიდანაც: 4 431 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 901, აჭარაში – 599, იმერეთში – 774.

მძიმე პაციენტია 1 083 პირი, მათ შორის, თბილისში – 519, აჭარაში – 130, იმერეთში – 254. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 281 პირი,  მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 39, იმერეთში – 25.

1 801 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 192 – თბილისში, 426- აჭარაში. 31 370 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 65, ხოლო აჭარაში – 4.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 10 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299  პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 835  ადამიანი.

მსგავსი თემები