„სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 2022 წელს მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არანაირი ვადამადელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება.

„მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და დასტაბილურებულია. ახლა უნდა ვიმუშაოთ.  საქმე, საქმე და საქმე. მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ“ – განაცხადა პრეიერმა მთავრობის სხდომაზე.

 

მსგავსი თემები