„ცხედარი წყალში რომ არ ყოფილიყო, ლპობა განვითარდებოდა ისეთი ინტენსივობით, რომ მისი ამოცნობაც შეუძლებელი იქნებოდა“ – ექსპერტი გიორგი შაქარაშვილზე

დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ გიორგი შაქარაშვილის ცხედართან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე უპასუხა და ცალსახად დაადასტურა, რომ გვამი იყო წყალში და არ არის სწორი ვერსია, თითქოს ის შემდგომ გადააგდეს. მისივე თქმით, ცხედარი 1 დღეს რომ წყლის ზევით ყოფილიყო, მისი ამოცნობა შეუძლებელი იქნებოდა.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ, თურმე, რამდენიმე დღე პიროვნება, გარდაცვლილი ჰყავდათ სადღაც დამალული და შემდეგ წყალში განათავსეს. გვამის გამოკვლევის პროცესში, წყალში ყოფნის ნიშნები არსებობს, რაც ნიშნავს ხელის მტევნების, ტერფების, კანის სპეციფიურ ცვლილებას. რაც მიუთითებს მასზე, რომ ცხედარი იმყოფებოდა წყალში. მაგრამ, მარტო ეს არ არს ამისი დამადასტურებელი. თუ იმ ვერსიას გავყვებით, რომ რამდენიმე დღე ეს პიროვნება იყო მიწის ზემოთ, და შემდეგ ჩაუშვეს წყალში, დღევანდელი მდგომარეობისა და ტემპერატურის გათვალისწინებით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ცხედარი, რომელიც თუნდაც 2 დღე იმყოფებოდეს არა მიწაში ან არა წყალში, ლპობითი პროცესები განვითარებოდა ისეთი ინტენსივობით, რომ ამოცნობის რესურსი და შესაძლებლობა არ ექნებოდა არც გამოძიებას და არც ჭირისუფალს და ამოცნობა შესაძლებელი გახდებოდა მსოლოდ ტანსაცმლის დათვალიერებით“ – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.   

მსგავსი თემები