წლევანდელი „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია პირდაპირ ეთერში არ გავა

2022 წელს “ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია პირდაპირ ეთერში არ გავა. ამის შესახებ გამოცემა Deadline იუწყება.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის წარმომადგენლის განმარტებით, წელს ღონისძიებას კერძო ხასიათი ექნება. “ოქროს გლობუსის” მიღების ლაურეატების შესახებ ინფორმაცია სათანადო დროს კინოინდუსტრიის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდება, დაჯილდოების საბოლოო შედეგებს კი პრესრელიზის სახით გამოაქვეყნებენ.

შეგახენებთ, “ოქროს გლობუსის“ გადაცემის ცერემონია 1944 წლიდან, ყოველწლიურად იმართება. დაჯილდოება ლოს-ანჯელესში 2022 წლის 31 იანვარს უნდა ჩატარებულიყო.

მსგავსი თემები