,,ისრაელი უკრაინას სამხედრო შეიარაღებას არ გაუგზავნის”- ისრაელის თავდაცვის მინისტრი

,,ისრაელი უკრაინას სამხედრო შეიარაღებას არ გაუგზავნის, მაგრამ ისრაელს შეუძლია, შექმნას სამოქალაქო ადრეული გაფრთხილების სისტემა,” – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისრაელი არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს სხვადასხვა ოპერატიული მოსაზრებების გამო.

„ისრაელი ახორციელებს უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკას ჰუმანიტარული დახმარებით, სიცოცხლის გადარჩენის სისტემებითა და თავდაცვითი აღჭურვილობით, თუმცა მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ისრაელი არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს სხვადასხვა ოპერატიული მოსაზრებების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შეზღუდვების ფარგლებში, როგორც ამას ვაკეთებდით აქამდე. დახმარების გაფართოებისა და სამაშველო აღჭურვილობის მიწოდების ფარგლებში, უკრაინის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ჩვენ მივმართეთ მათ მონაცემებისთვის, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, დაგვეხმაროს ისეთი ჭკვიანი განგაშის სისტემის მშენებლობასა და მიწოდებაში, როგორიც არის ისრაელში საჰაერო და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ“, – განაცხადა ბენი განცმა.

 

მსგავსი თემები