გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის სხვაობა 1%-ია

  •  

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ ეტაპისთვის დათვლილი სააარჩევნო უბნების შედეგებს ავრცელებს. 3689 საარჩევნო უბნის შედეგებიდან ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,66 % მოიპოვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,7 %.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 614 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი 599 662-მა. საერთო ხმების 99,57 %-ს შეადგენს. 3689 უბნიდან 11 სპეცუბანია. რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს: 10,97 %-მა დაუჭირა მხარი დავით ბაქრაძეს, 3,76 %-მა შალვა ნათელაშვილს, 2,26 %-მა – დავით უსუფაშვილს, 2,26 %-მა – ზურაბ ჯაფარიძეს და 1,33 %-მა – კახა კუკავას.

მსგავსი თემები