„კიდევ რამდენი მილიონი ლარის ქონება უნდა გადასცეთ ერთ ლარად თქვენს ნათლმირონებს?“ – ოპოზიცია კალაძეს

„მილანური ნაძვის ხე, მილანური განათებები, მილანური სკამები, მილანური ბუჩქები და ხეები, საბავშვო საქანელები. ბატონო კახი, მაინტერესებს კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა გაზიდოთ თბილისის ბიუჯეტიდან მილანში“ – მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ კახა კალაძეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ხმაურით მიმდინარეობს.

ნადირაძემ თბილისის მერს საძმაკაცოც გაუხსენა და წამოაძახა რომ ის ნათელმირონებს მფარველობს.

„წინა მერობის პერიოდში თქვენ ნათლიმირონ წულაიას ვარკეთილის მესამე მასივში 16 მილიონი ლარის ქონება 1 ლარად გადაეცით. მაინტერესებს, ამ მერობის პერიოდში კიდევ რამდენი მილიონი ლარის ქონება უნდა გადასცეთ ერთ ლარად თქვენს ნათლიმირონებს? ასევე, ბატონო კახი, წინა მერობის პერიოდში, თქვენ მეგობარს ბექა ოდიშარიას 200 000 ლარის ქონება გაუცვალეთ 5 მილიონ ლარში. ასევე, თქვენი კომოს ტბის ძმაკაცებს, ბარვენაშვილს, ქარაზანაშვილს, თქვენს ძმაკაცებს „ცენტრ პოინტის“ 35 მილიონიანი ქონება, ფინანსები უნდა განაკარგვინოთ და მაინტერესებს, კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა მისცეთ თქვენს ძმაკაცებს? მილანური ნაძვის ხე, მილანური განათებები, მილანური სკამები, მილანური ბუჩქები და ხეები, საბავშვო საქანელები, ბატონო კახი, მაინტერესებს კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა გაზიდოთ თბილისის ბიუჯეტიდან მილანში?“ – მიმართა ნადირაძემ თბილისის მერს.

მსგავსი თემები