ექიმის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპული პრეპარატები კოვიდის გადატანის გამო ჰქონდა დანიშნული

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი  ნინო გოგორიშვილი ცენტრი „ემპათიას“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ მიხელ სააკაშვილს დიდი დოზით ფსიქოტროპული მედიკამენტები ჰქონდა დანიშნული. როგორც გოგორიშვილი აცხადებს, მედიკამენტები რომელიც ინიშნება მესამე პრეზიდენტის მკურნალობისას, ძალიაn მაღალ წნეხს გადის.

,,თქვენ მოისმინეთ ბევრი რესპონდენტის კომენტარი მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელთაგან, ზოგი არის ემოციებზე დაყრდნობით, ზოგი – თავისი მოსაზრებით.  ვიმეორებ – ამჟამინდელი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რაც შეეხება პაციენტის მკურნალობას, პირველივე დღიდან, რაც შემოვიდა გორის ჰოსპიტალში, ჩვენთან ერთად მუშაობს სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამედიცინო კომისია, რომელიც შედგება მაღალი კლასის სპეციალისტებისგან, რომლებიც აღიარებულები არიან არა მარტო საქართველოში, არამედ,  მსოფლიოში. ყველა მედიკამენტი, რომელიც ინიშნება, გადის ძალიან მაღალ წნეხს, რომ ამ მედიკამენტს არ ჰქონდეს გვერდითი მოვლენა და არ ავნოს ჯანმრთელობას სხვა კუთხით“, – განაცხადა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს დიდი დოზით ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ასმევდნენ.

როგორც გოგორიშვილი განმარტავს, 2020 წელს სააკაშვილმა გადაიტანა კოვიდი, ჰქონდა ძილის გარკვეული პრობლემები და ჰქონდა დანიშნული გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები.

მსგავსი თემები