“წალენჯიხას უნდა ჰყავდეს თავის არჩეული შერიფი” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ საქართველო უნდა იყოს დეცენტრალიზებული. საპოლიციო სისტემა მუნიუციპალურ დონეზე უნდა იმართებოდეს და რეგიიონებს (მაგ. წალენჯიხას) თავისი არჩეული შერიფი უნდა ჰყავდეს. 

“საქართველოში უნდა მოხდეს სრული დეცენტრალიზაცია, პოლიცია უნდა იყოს მუნიციპალური. მაგალითად წალენჯიხას უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული შერიფი, ბათუმს უნდა ჰყავდეს შერიფი და მაშინ ვეღარ მოხდება ისე, რომ ბათუმში ვიღაცეების დასარბევად ჩაჰყავდეთ ოზურგეთიდან სპეცრაზმი. ეს უნდა იყოს არჩევადი,”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

მსგავსი თემები