მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას საქართველოდან არაფერი წაუღია და მატერიალურად ყველაზე კარგად თავს მაშინ გრძნობდა, რაც უკრაინაში წავიდა, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელსაც 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებიან, სასამართლოზე განმარტა, საქართველოდან როცა წავიდა, საჭმლის პრობლემა ჰქონდა.
„ყვარელში ვერ დავამთავრე ის (სახლი) რაც ძალიან მინდოდა, მაგრამ აუცილებლად დავამთავრებ. ვოცნებობ, პატარა კრედიტი გამოვიტანო და 20 ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო. იყო დრო, როდესაც წავედი საქართველოდან მართლა საჭმლის ფულის პრობლემა გვქონდა. მერე დავიწყე ლექციების კითხვა. და ბოლო წლებში, უკრაინაში, ასე კარად არ ვყოფილვარ არასდროს. როგორც იქნა მოხდა ჩემი გამოცდილების დაფასება. ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც არაფერი წამიღია საქართველოდან? ლევან მურუსიძე, როცა ეკონომიკა რომ ჩამოგვეშალა, მრავალი ასეული ათასი გადაიხადა ფეშენებელურ სასახლეში და 102 000 დოლარი ავტომობილში. არაფერი მოუპარავს ხომ? მთავარი პროკურორის სასახლე ვნახე ტელევიზორში, მეგონა კიევში მაგარი სახლი ავაშენე, პატარა სარაიაა იმასთან შედარებით რაც აიშენა შოთაძემ და მისმა მოადგილეება“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.