სახალხო დამცველი სტრასბურგს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მხარედ ჩართვას სთხოვს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს თხოვნით მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩაერთოს. ომბუდსმენის შეფასებით, იმედი აქვს, რომ სტრასბურგი ამ თხოვნას გაიზიარებს.

„გვქონია შემთხვევები, როდესაც სტრასბურგი ასეთ თხოვნას ეთანხმება და სახალხო დამცველს მესამე მხარედ რთავს. იმედს ვიტოვებთ, თუ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ჩვენს თხოვნას. ასევე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას აუცილებლად წარვადგენთ. ექიმები ციხის საავადმყოფოში უნდა შევიდნენ და  ადგილზე გაეცნონ, არსებობს თუ არა კლინიკაში ყველა საჭირო აღჭურვილობა და საშუალება, რაც ამ ტიპის პაციენტისთვის იქნებოდა მკურნალობის ადეკვატური საშუალება, არა მხოლოდ შიმშილობის გაგრძელების, არამედ შიმშილობის შეწყვეტის პერიოდში. სახალხო დამცველი არასდროს იღებს ნებართვას ციხეში შესვლაზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეგვიძლია შესვლა. ამას კანონი არეგულირებს” – განაცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან.

ამ წუთებში საქართველოს სახალხო დამცველი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ექიმების ჯგუფთან ერთად იმყოფება.

მსგავსი თემები