„მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, ის ძალიან ცუდადაა“ – ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილი იმდენად სუსტადაა, ფეხზე დგომა უჭირს და კედელ-კედელ დადის.

„შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი ფერის მიხეილ სააკაშვილი აქამდე არ მინახავს, ისე სუსტად იყო, რომ კედელ-კედელ შემოვიდა. რეალურად, ადამიანი ფეხზე წესიერად ვერ დგას. უკვე მგონია, რამდენად სწორია, რომ ჩამოჰყავთ. უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემს გამო უნდა ჩამოვიდეს. ადამიანს უკვე პრაქტიკულად, შესაძლებლობა არა აქვს, რომ გადაადგილდეს. რამდენჯერმე ფეხზე ადგა და ჩანს, რომ ქანაობს და ვერ იკავებს თავს და ვთხოვე, რომ დამჯდარიყო.

მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, ის ძალიან ცუდადაა. მე ექიმი არ ვარ, მაგრამ სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩემი და იქ შემსვლელი ადვოკატების შეფასების ამარაა დარჩენილი. რადგან იცით, რომ ექიმებს პრაქტიკულად აუკრძალეს იქ შესვლა. კონსილიუმი დაშალეს და ვერ გავიგე, საპირისპიროს რაღაცეებს იძახიან იუსტიციის მინისტრი და სასჯელაღსრულების სამსახური. უნდა შევთანხმდეთ ქართული საზოგადოება, თუ რეჟიმთან ერთად ამ კაცის მდგომარეობას ვეგუებით, მაშინ არაფრის ღირსები არა ვართ. გამოსავალი ერთია, ამ ყველაფერს არ ვეგუებით და ხმამაღლა ვითხოვთ ამის დასრულებას! – განაცხადა ნიკა გვარამიამ

მსგავსი თემები