„ეროვნული არჩევნები მოვიგეთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს.

„ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს. ასევე მათ წააგეს 44 მუნიციპალიტეტში. დღეს უკვე 20 მუნიციპალიტეტში, ჩემი ღრმა რწმენით, ყველგან, 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ“, – განახადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები