„მისი ჩამოსვლა იყო ორგანიზებული კომედია…. ის პოლიტიკური პატიმარი არ არის“ – გახარია სააკაშვილზე

საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად მისულმა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ კომენტარი მიხეილ სააკაშვილზეც. როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი და მისი საქართველოში ჩამოსვლაც იყო ორგანიზებული კომედია. 

„სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა იყო ორგანიზებული კომედია, რომელიც არჩევნების წინა დღეს მოგვიწყვეს. მთავრობას მეტი გონიერება მართებს, რომ ეს ტრაგიკომედია არ გახდეს. მიშა სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო აპარატმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე არ უნდა იზრუნოს. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, ისე არ გააკეთონ, რომ სახელმწიფო და ქვეყანა დააზიანონ“, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები