ევროპარლამენტართა ნაწილი მიხეილს სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

„მიხეილ სააკაშვილი 27 დღეა შიმშილობს. შიმშილის პერიოდის გათვალისწინებით, მას გულის უკმარისობა ემუქრება“ – ვკითხულობთ

ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის განცხადებაში. ჯგუფის წევრები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გართულების გამო საქართველოს მთავრობასა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას აკისრებს.

„მიხეილ სააკაშვილი 27 დღეა შიმშილობს. შიმშილის პერიოდის გათვალისწინებით, მას გულის უკმარისობა ემუქრება. ციხეში არსებული სამედიცინო დაწესებულებები არ შეესაბამება საავადმყოფოს ნორმებს და შესაძლოა, არც იყოს ადეკვატური საჭირო მკურნალობის უზრუნველსაყოფად. ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი გამოდის მოწოდებით, ყოფილი პრეზიდენტი ალტერნატიულ, სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ, სადაც ის კომპლექსურ სამედიცინო დახმარებას მიიღებს. ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი ასევე ხაზს უსვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს მთავრობას და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი თემები