მიხეილ სააკაშილი მკურნალობაზე, ანალიზებსა და რეანომობილზე უარს აცხადებს

​პატიმარობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ციხიდან მორიგი გზავნილი გაავრცელა, რომელიც მედიას მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.

„12-ე ციხის, ივანიშვილის დილეგის უფროსს, ზურაბ მოდებაძეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება: ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.  

ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული უკიდურესი გადაწყვეტილება მიღებულია იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს მათ ციხეში დახვდათ. კერძოდ, ამოშენებული ბარიერი, რომელიც შეხვედრების ოთახში არსებობდა.       

მსგავსი თემები