პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით საჩივარი საიამაც დაწერა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კახა კუჭავას წინააღმდეგ საჩივარი შეადგინა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადააგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა გააკეთა.

„პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა როგორც მედიით გავრცელებული ფოტო-ვიდეომასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილია „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა. ეს არის დარღვევა, ვინაიდან საარჩევნო უბნის შიგნით აკრძალულია ყოველგვარი კამპანია. საია-მ დაწერა უკვე საჩივარი და გადააგზავნა ელექტრონული რეესტრის საშუალებით შესაბამის საოლქო კომისიაში“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები