„თუ შემოდგომაზე ახალი ტალღა არ გვექნება, ორ წელში შესაძლოა დავუბრუნდეთ 2019 წელს არსებულ მდგომარეობას“ – ეკონომიკის ანალიტიკოსები “მედიაცენტრ მთავარში”

ეკონომიკის ანალიტიკოსები ვერ პროგნოზირებენ, რა ეკონომიური ზარალი შეიძლება მოჰყვეს შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღას, ვახტანგ ჭარაია თვლის, რომ პროცესებში, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში უნდა განვითარდეს ქართველი ეკონომისტების ჩართვის უნდა განხორციელდეს. ჭარაია პროგნოზირებს, რომ ვირუსი არ განმეორების შემთხვევაში, საქართველო ტურიზმის კუთხით 2019 წელს არსებულ პოზიციას შესაძლოა ორ წელში დაუბრუნდეს.

„ცალკეული მიმართულებებით არის სისუსტეები, შეიძლება რჩევებით მივმართოთ პრემიერს, როცა პოსტკრიზისულ გეგმაზეა საუბარი,  უნდა მიმდინარეობდეს სცენარების დამუშავება, ამ გეგმებში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული ქართველი ეკონომისტები, რაც არ უნდა გამოცდილი იყოს უცხოელი ეკონომისტი, აქ არსებული მდგომარეობა სპეციფიურ მიდგომებს საჭიროებს, აუცილებლად უნდა იყვნენ ამ პროცესებში ჩართული ქართველი მეცნიერები და ეკონომისტები.

დღეს არ არის აჩქარების დრო, უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ ვიჩქაროთ ნელა, ჯერ არავინ იცის იქნება თუ არა მეორე ტალღა, შეიძლება ეკონომიკის ვარდნა მინუს 4% აღარ იყოს და მივიღოთ უარესი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო არ აჰყვეს პოლიტიკურ მოწოდებებს, შანტაჟს და ა.შ, რათა ბევრი და ბევრი ფული არ ხარჯოს, მან საკმარისად ბევრი ფული დაარიგა და შეიძლება ის მოწოდებული თანხები არ იყოს საკმარისი მეორე ტალღისთვის.

კიდევ უფრო ადრე, რომ მისულიყო თანხები ბენეფიციარებთან უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს ფული არ ჰქონდა საქართველოს შენახული საწყობში, ამას სჭირდება პროცედურები, რადგან ეს ფული მოდის უცხოეთიდან, შეიძლება ისე მომხდარიყო პენსიებიც კი ვერ დაერიგებინათ იმდენად მნიშვნელოვანი კლებაა დაფიქსირებული საქართველოში ტურიზმის გამო ეკონომიკაში.

ჩვენ არ ვიცით რას უნდა ველოდოთ ქვეყანაში, თუ შემოდგომაზე ვირუსი არ განმეორდა, ჩვენ ორ წელში შეიძლება დავუბრუნდეთ იმ მდგომარეობას ტურისტული კუთხით, რაც გვქონდა 2019 წელს, ხოლო თუ ვირუსი განმეორდა, რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი ძნელად პროგნოზირებადია, თუმცა ოპტიმისტური სცენარია, ის, რომ თუ ვირუსი მალე დაიძლია ორ წელიწადში დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს.“ – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები