ინტერნეტმომხმარებელი, არქიტექტორი ზურაბ კუხალაშვილი, სოციალურ ქსელში თბილისში, რუსთავლის გამზირზე გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, სადაც ავტობუსების მარშრუტების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული. აბრა ძალიან ძველია. ის ჯერ კიდევ, დაახლოებით საუკუნის დასაწყისშია განთავსებული, თუმცა, მას არავინ ხსნის ბოძიდან.
“სამუშაოდ წასასვლელად დღეს, N48 მარშრუტის ავტობუსში, წინა კარის მარჯვენა პირველ, განიერ სკამზე მოვიკალათე. მეორე გაჩერებაზე, ცისფერ გალერეასთან, ავტობუსი გაჩერდა ისე, რომ ჩემს თვალწინ მოექცა ყვითელი აბრა, რომელმაც მიიქცია ჩემი ყურადღება. ვკითხულობ, N 2 და მარშრუტია მითითებული, რომელიც აღარ არსებობს. გამეღიმა, ეს როდის იყო. ჩავაყოლე თვალი და გამახსენდა შევარდნაძის დრო, როდესაც ჩამონათვალში არსებულ მარშრუტებზე მოძრაობდა ტრანსპორტი რუსთაველის გამზირზე, დღეს კი მათი უმრავლესობა, დიდი ხანია რუსთაველზე აღარ დადიან. მაშ, რისთვის კიდია ეს აბრები გაჩერებებზე, განსაკუთრებით თვალსაჩინო ადგილას, როცა ისინი დიდი ხანია მარშრუტებიდან მოხსნილია. თანაც ელექტრონული ტაბლოების ხანაში ეს ყვითელი ოთხკუთხა აბრების არსებობა ღიმილთან ერთად გაკვირვებას იწვევს”, – წერს ზურაბ კუხალაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.