„შენ შენს საქმეს მიხედე. ნუ მისაზღვრავ, სად რა ვილაპარაკო“ – გოგიჩაიშვილი სესიაშვილს

“პარლამენტში მინისტრები რომ მოდიან, გაღიმებული სახეებით კი არ უნდა მოდიოდნენ, უნდა ეშინოდეთ იმ პასუხისმგებლობის, რაც მათ პარლამენტმა დააკისრა. არანაირი პატივისცემა ამ პარლამენტში არ არსებობს,” – ეს განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

ლევან გოგიჩაიშვილმა ირაკლი სესიაშვილს რეპლიკით მიმართა, რასაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი მოჰყვა.

„შენს საქმეს მიხედე – მიხედე თავდაცვის სამინისტროში კორუფციას, სუს-ში კორუფციას, პროკურატურაში კორუფციას“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ამის შემდეგ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მას მოუწოდა, პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე გააკეთოს.

“ბიუროზე მაგის განხილვის ადგილი არ არის. ბიუროზე განვიხილავთ პროცედურულ საკითხებს. სამშაბათს, პოლიტიკური განცხადებებისას თქვი ეს ყველაფერი,” – მიმართა სესიაშვილმა გოგოჩაიშვილს.

სესიაშვილის აღნიშნულმა მიმართვამ ლევან გოგიჩაიშვილის გაღიზიანება გამოიწვია. გოგოჩაიშვილმა სესიაშვილს მოუწოდა, ძალოვან უწყებებში არსებულ კორუფციას მიხედოს.

მსგავსი თემები