“ირაკლი შოთაძე არის ღირსეული პროფესიონალი” – გიორგი გახარია

“ირაკლი შოთაძე არის ღირსეული პროფესიონალი” – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე.

გახარიას საკანონმდებლო ორგანოში მისვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწია.

პრემიერმა გენერალური პროკურორობის კანდიდატთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“ირაკლი შოთაძე არის ღირსეული პროფესიონალი, რომელსაც ხშირად შეუძლია მძიმე გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება”, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდნენ. ისინი პარლამენტის საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის, არჩილ თალაკვაძის წლიურ მოხსენებას დაესწრებიან.

მსგავსი თემები