გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში რკინის ხელკეტები ფიგურირებს

დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი გარემოებები ჩნდება. ირკვევა, რომ იმ ეპიზოდში, რომელიც გზატკეცილზე განვითარდა და რომლის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი დაიკარგა, რკინის ხელკეტები და ორი მანქანა ფიგურირებს.

საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ვახო ახვლედიანის ადვოკატის ინფორმაციით, მაშინ როცა 4 ახალგაზრდა – გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ვახო ახვლედიანი და ფოტოგრაფი ტრასაზე იმყოფებოდა, ორმა მანქანამ გააჩერა, ერთში თბილისში ნაძალადევიდან ჩასული ახალგაზრდები ისხდნენ, რომლებიც მანქანიდან ხელკეტებით გადმოვიდნენ და ახვლედიანს დაარტყეს. მათ ტერიტორია დატოვეს, შაქარაშვილის იმ მეგობარს კი, რომელიც ტრასაზე იმყოფებოდა, მანქანა უკვე სხვა პირებმა გაუჩერეს და დიდუბეში ჩაიყვანეს.

დღეს გაირკვა რომ თბილისის ცენტრალურ გზაზე ორი ავტომობილი ფიგურირებდა.

“ერთი “მერსედესი” იყო, ერთი “ტოიოტას” ფირმის ავტომობილი იყო, მაგრამ ეს მანქანები არცერთი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა. მაგისტრალზე გაჩერებული იყო მანქანა, ზუსტი ტერიტორია არ მახსოვს. მეტი სხვა არაფერი არ ყოფილა, იყვნენ თავიანთ პირად საქმეზე, სამი ადამიანი იჯდა თუ არ ვცდები”, – განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.

დღესვე, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ საქმეში რკინის ხელკეტი მართლაც ფიგურირებს და თბილისიდან ჩასულ პირებს ჰქონდათ მსგავსი ნივთები თან წაღებული.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.

https://mcm.ge/ექსპერტიზის-დასკვნით-გი/

მსგავსი თემები