სომხეთის პარლამენტის ორ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პარლამენტის ორ დეპუტატს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფიცირებულები პარტია „ჩემი ნაბიჯის“ წევრები ვიქტორ ეგნიბარიანი და ქრისტინე პოღოსიანი არიან.

„შოკურ მდგომარეობაში ვიყავი როდესაც გავიგე, რადგან უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად ვიცავდი. ნიღბის გარეშე არავისთან არ მქონდა კომუნიკაცია“, – განაცხადა ქრისტინე პოღოსიანმა.

„გუშინ ტესტი ჩავაბარე და პასუხი დადებითია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. სახლში ვარ თვითიზოლაციაში. როგორც ჩანს, უყურადღებობა გამოვიჩინე. ყველას გთხოვთ, დაიცავით წესები, ამით გადაარჩინეთ სხვების სიცოცხლე“, –  წერს ვიქტორ ეგნიბარიანი „ფეისბუქში“.

მსგავსი თემები