„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულეს

„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულეს.

როგორც „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაია ქარდავამ განაცხადა, ვაჟა გაფრინდაშვილმა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს უთხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეს მეორედ ვიყავით ბატონ ვაჟასთან ცხინვალის ციხეში. დღის მეორე ნახევარში შედგა ეს ვიზიტი. ოჯახის მიერ შევსებული წითელი ჯვრის საბარათე ბლანკი გადაეცა მას. მან საპასუხო წერილი ამჯერადაც გამოუგზავნა ოჯახს, რომლის სკანირებული ვერსიაც გადავეცით დღეს ოჯახს. სამწუხაროდ, მე სრულად არ ვარ უფლებამოსილი, რომ დეტალურად გესაუბროთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მისი თქმით, ის თავს გრძნობს ნორმალურად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა მაია ქარდავამ.

მსგავსი თემები