წიგნი “ნოე რამიშვილის მკვლელობა – საბჭოთა ხელისუფლების სისხლიანი ოპერაცია” გამოიცა

​საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბილიოთეკაში 13 ივლისს, 18:00 საათზე, წიგნის – „საქართველოს პირველი პრემიერის – ნოე რამიშვილის მკვლელობა“, საბჭოთა ხელისუფლების სპეცსამსახურების სისხლიანი ოპერაცია” წარდგინება გაიმართება. წიგნი ქართულ და ინგლისურ ენაზეა გამოცემული.

ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრის, ნოე რამიშვილის პირდაპირი შთამომავალი, მისი შვილიშვილი მიშელ რამიშვილი, რომელიც თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალი კალედონიიდან ჩამოვიდა.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ბიბლიოთეკაში განუცხადეს, წიგნი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სპეცოპერაცაზე მოგვითხრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ, დღემდე გაუხმაურებელ დოკუმენტებზე, პირადად ავტორის მიერ მოძიებულ ცნობებსა და ემიგრანტულ ლიტერატურაზე დაყრდნობით შექმნა. ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გამოიცა.

მათივე ინფორმაციით, წიგნის გამომცემელია „წიგნი+ერი“, ხოლო ავტორი პუბლიცისტი და თადარიგის პოლკოვნიკი, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გელა სულაძე.

საღამოს „წიგნი+ერის“ დირექტორი მზია რაზმაძე და „აკაკი რამიშვილის ფონდის“ ხელმძღვანელი მარიამ დავითაშვილი წარუძღვებიან.
​მისამართი: თბილისი, ფურცელაძის ქუჩა, N7 .

მსგავსი თემები