ცოტნე დადიანის გამზირზე ხეების სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს

​თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე, სატრანსპორტო გზის პირას არსებული ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს. ხის ტოტები ხელს უშლიდა გარე განათებისა და საგზაო ნიშნების ხილვადობას.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, შესაბამისი სამუშაოები ამ ქუჩაზე წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. სამუშაოები ღამის საათებში მიმდინარეობს, რათა არ შეფერხდეს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.

​მათივე ინფორმაციით, ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები უკვე დასრულებულია წერეთლის, რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, მელიქიშვილის, ბარათაშვილისა და ნაწილობრივ კოსტავას ქუჩებზე და ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა ქუჩებზე.

სამუშაოებს შპს “ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

მსგავსი თემები