“ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას ჩემი ქვეყნისადმი” – არჩილ თალაკვაძე კონგრესმენ კინზინგერს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენ ადამ კინზინგერთან შეხვედრას და ამ საკითხთან დაკავშირებით კონგრესმენის განცხადებას ეხმაურება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

„კონგრესმენო კინზინგერ, მეც მოხარული ვარ თქვენთან გამართული შეხვედრით ვაშინგტონში, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ.

ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას ჩემი ქვეყნისადმი. დარწმუნებული ვარ, თქვენი, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ლიდერობით, ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს N1 სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია და თქვენთან მხარდამხარ განვაგრძობთ ჩვენი წვლილის შეტანას მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების განმტკიცების საქმეში.

ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას დადებითი შედეგების მისაღწევად“, – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე არჩილ თალაკვაძე.

კონგრესმენ ადამ კინზინგერს არჩილ თალაკვაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დემოკრატიისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

მსგავსი თემები