იაპონია სამედიცინო ნიღბების წარმოებას ზრდის

“სიენენის” ინფორმაციით, იაპონიის მთავრობა სამედიცინო დანიშნულების ნიღბების წარმოებას ზრდის. 

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის დავალებით, მწარმოებლები მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები, რათა ბაზარზე ნიღბების დეფიციტი აღმოიფხვრას.

სახის ნიღბებზე მოთხოვნა ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გაიზარდა.

მსგავსი თემები