ცხოველის მკვლელობისთვის პატიმრობა, წამებისთვის – ჯარიმა 500 ლარამდე – კანონმდებლობა მკაცრდება

ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება და 2-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო წამებისთვის – 100-დან 500 ლარამდე ჯარიმა დაწესდება.  

​როგორც თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფრომა, ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში, რომელიც გულისხმობს ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას, ხოლო არასათანადო მოპყრობის მხრივ საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლში ცვლილებებზე. იზრდება საჯარიმო სანქციები.  

მისივე თქმით, ადამიანის ღირსების პარალელურად, ცხოველის უფლებებისა და მისი სიცოცხლის დაცვაც მნიშვნელოვანია. ისინი საჭიროებენ განსაკუთრებულ მოპყრობას და სულ მცირე, არ უნდა შევლახოთ მათი უფლებები.

” ეს მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რაც საქართველოს, განვითარებული სამყაროს გვერდით ამ მიმართულებითაც დააყენებს. ევროპის ბევრ ქვეყანაში ცხოველის მიმართ სისასტიკე, პირველივე ჯერზე საშუალოდ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. საჯარიმო სანქცია კი ათასობით ევროს აღწევს. ჩვენთან სასჯელი, მხოლოდ მეორე ჯერზე იყოს გათვალისწინებული და სისასტიკის ჩამდენები, ამგვარად მართლმსაჯულებას თავს აღწევდნენ. სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2 იდენტური მუხლი არსებობდა, ამჯერად ეს მუხლები გაიმიჯნება და სისასტიკის ჩამდენ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია. 

​მისივე ინფორმაციით, აშშ-ში ცხოველის მიმართ სისასტიკე და ცხოველის მკვლელობა ფასდება სისასტიკედ და მიიჩნევა, რომ ამის ჩამდენი ადამიანი საშიშია საზოგადოებისთვის, ასეთი დანაშაული საყურადღებოდ მიიჩნევა.

“ჩვენთან ცხოველის მოკვლის შემთხვევაში პირველივე ჯერზე დამნაშავეს შესაძლოა შეეფარდოს პატიმრობა ან შინა პატიმრობა, რაც მანამდე მეორე ჯერზე დანაშაულის ჩადენას ითვალისწინებდა. სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე, გათვალისწინებული იქნება ცხოველისთვის სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების მიყენებაზე სასჯელი. დღეს, საზოგადოება რეზონანსული გახდა და მწვავედ რეაგირებენ ცხოველის მიმართ სისასტიკეზე. აქტიურად შუქდება მსგავსი შემთხვევები და დღის წესრიგში დადგა საკითხი, რამდენად შეესაბამება კანონმდებლობა რეალობას”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია. 

მისივე განმარტებით, ცხოველი მიმართ სისასტიკეა მისი ბნელ ოთახში გამოკეტვა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაბმა და მისთვის საკვების არ მიცემა. ასეთ დროს ცხოველი სერიოზულ ფსიქოლოგიურ სტრესს
განიცდის.

მსგავსი თემები