„ჩინელებმა ვირუსის სამშობლოს სტიგმა რომ ჩამოიშორონ, ამტკიცებენ, რომ ვირუსი გარედანაა შემოტანილი“ – ვირუსის ქვეყანა, დიდი პოლიტიკის ნაწილი

“ვირუსის სამშობლოდ ამა თუ იმ ქვეყნის აღიარება დიდი პოლიტიკის ნაწილია და მსოფლიოში სერიოზული ეკონომიკურ ძვრებს გამოიწვევს. ჩინეთში ვირუსით გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობას ალბათ ვერასოდეს გავიგებთ. 17 მარტიდან, გარდაცვლილთა რაოდენობა,  მათი წყაროებით, მხოლოდ 4632 ადამიანია. ვირუსის სამშობლოდ ამა თუ იმ ქვეყნის აღიარება დიდი პოლიტიკის ნაწილია და სერიოზული ეკონომიკურ ძვრებს გამოიწვევს მსოფლიოში“ – ეს განცხადება პროფესორმა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა,  გერმანიის მაქს/პლანკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელმა ელიკო წიკლაური/ლამმიხმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა.

პროფესორი მსოფლიო პანდემიის გავრცელებაში  ჩინეთის როლს ხედავს და ამბობს, რომ ჩინეთმა ყველაფერი არ თქვა, რითაც მსოფლიო საფრთხეში ჩააყენა.  

„ჩინეთი რომ დემოკრატიული ქვეყანა ყოფილიყო და დროულად ეღიარებინა ამ საშიში ვირუსის შესახებ დღეს სულ სხვა სურათი გვექნებოდა. ვირუსის კერა ვუჰანი 12 მილიონიანი ინდუსტრიული  ქალაქია და დასაქმებულთა ნახევარზე მეტი სხვადასხვა პროვინციებიდან ჩადის.  თავისუფალ დროს სახლში ბრუნდებიან ჩინური ახალი წლის საზეიმოდ, რომელიც რამდენიმე დღესასწაულს აერთიანებს. ამ არდადეგების დროს, უამრავი ჩინელი ათვალიერებს ევროპული და მსოფლიო კულტურის ძეგლებსა და დასასვენებელ  კომპლექსებს“ – ამბობს პროფესორი.

ელიკო ელიკო წიკლაური/ლამმიხის შეფასებით, ჩინეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ვირუსის სამშობლოს სტიგმა ჩამოიწმინდოს.

„ჩინელებმა  ვირუსის სამშობლოს სტიგმა რომ ჩამოიშორონ, ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ვირუსი გარედანაა შემოტანილი. ჩინეთში ადგილი აქვს ბოლო პერიოდში ახალი ჩასული პირების დისკრიმინაციას, როგორც ვირუსის შემომტანების. ამ დროს, არ ამბობენ რომ მათი ძირითადი ნაწილი, თვითონ ჩინელები არიან, ვინც ეს ვირუსი სამშობლოდან უნებლიეთ გაიტანა უცხოეთში და ახლა ბრუნდებიან სამშობლოში. დიახ, ეპიდემიები, ისევე როგორც „Covid-19“ ხდება ხოლმე დიდი პოლიტიკის ნაწილი.  არ გაგიკვირდეთ, თუ პოლიტიკურ სცენაზე, მომავალში, ამ პანდემიას შედეგად სერიოზული რყევები მოყვეს“ –   ელიკო წიკლაური/ლამმიხმა „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მსგავსი თემები