“ჩერნობილიდან რაიდიოაქტიური ღრუბელი სავარაუდოდ, ევროპამდე მიაღწევს” – საერთაშორისო ორგანიზაცია

საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები ბირთვული ომის წინააღმდეგ“ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძარს სერიოზულად მოეკიდნონ.

ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ უკრაინის თავზე რადიოაქტიური ღრუბელი წარმოიქმნა, რომელმაც შესაძლოა, ევროპასაც მიაღწიოს.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები ბირთვული ომის წინააღმდეგ“ აცხადებენ, რომ უკრაინიდან მომავალმა ღრუბელმა უკვე მიაღწია ევროპის რამდენიმე სახელმწიფომდე, სადაც დაფიქსირდა რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137-ის მომატებული დონე.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კიევში და კიევის ოლქში, ისევე როგორც ჩერნობილის აკრძალულ ზონაშიც, რადიაციული ფონი ნორმაშია.

მსგავსი თემები