სტუდენტებმა დეკანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უნივერსიტეტიდან გაათრიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. პროტესტის მონაწილე სტუდენტები, რომლებიც რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და დაიკავეს, უნივერსიტეტის დეკანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შებოჭეს და ერთიანი ძალებით პერიმეტრიდან გაათრიეს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება უნივერსიტეტის ადმინისტრაციამაც გაავრცელა.

„დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის და გარეშე პირების საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ.

ოთხი თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიჯნება ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს. სტუდენტების ამ ჯგუფთან არაერთი შეხვედრა გამართა რექტორმა, რექტორის მოადგილემ, კანცლერმა, ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებმა“, – აცხადებენ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

სტუდენტები კი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს, ვითარება უკიდურესად გამწვავდა

მსგავსი თემები