„ჩანერგილებისგან  და პორტირებულებისგან უნდა გავთავისუფლდეთ“  – უმრავლესობის დეპუტატი

საპარლამენტო უმრავლესობის  ერთ-ერთი წევრი დავით ჭიჭინაძე   „მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლების ნდობა იმაზეა დამოკიდებული,  შესრულდება თუ არა გუნდის დაპირება და პროგრამა. ასევე, მისი შეფასებით, მთავარია,  გუნდი ჩანერგილებისგან  და პორტირებულებისგან გათავისუფლდეს.

„გუნდის მხარდაჭერა დამოკიდებულია იმ პროგრამასა და დაპირებებზე, რომელიც გასცა გუნდმა და შესასრულებელია.  თუ ეს დაპირებები არ შესრულდა და  პროგრამაც ძალას დაკარგავს, არც მე მექნება მხარდაჭერა. ზოგადად, ასევე უმთავრესია, გუდი ჩანერგილებისა და პორტირებულებისგან გათავისუფლდეს. ვინც საზოგადოებას და ამომრჩევლებს ამას შესთავაზებს,  ის მოიგებს. თუ ჩანერგილებს თავს ვერ დავაღწევთ,  ბუნებრივია, შედეგი ვერ გვექნება“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კითხვაზე, კონკრეტულად სად არიან ჩანერგილები და პორტირებულები, გვიპასუხა, რომ ისინი მთავრობაში არიან.

„ეს ადამიანები სამინისტროებში კარგად არიან მოკალათებულნი. მათ მოქმედი მინისტრები ინახავენ, არადა, პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს კი არ ასაქმებენ. ეს  დიდ პროტესტს იწვევს. ვინც 2012-ში მაშინდელი რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლა, დღემდე სამართლიანობის აღდგენას ითხოვეს.  მათ  სამართლიანობის გრძნობა უნდა დაუბრუნდეს. ვინც მათ აბუჩად იგდებდა და დასცინოდა დღეს ისევ ხელისუფლებაში არიან და იგივეს აკეთებენ“, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები