„შავი ავტომობილის თვითმხილველები არ დაკითხულან“ – დაკავებული მწყემსის ადვოკატი


ხადას
ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის ადვოკატი  აცხადებს, რომ არსებობენ თვითმხილველები, რომლებმაც ხეობაში შავი ჯიპი დაინახეს. დავით გირგვლიანმა აღნიშნული განცხადება დღეს, მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში გააკეთა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ხადას ხეობაში ყველაზე მეტად დაჩაგრული ადამიანი იყო. ის იყო ადვილად ხელში ჩასაგდები და დასაჩაგრი, ვისზეც ძალიან მარტივი იქნებოდა, ხელების შეწმენდა. არსებობენ ადამიანები, ვინც შავი ავტომობილი დაინახა. ისინი ამ ეტაპისთვის დაკითხულები არ არის. იცით, რომ საქმეში ჩაერთო ფედერალური ბიურო და ისინი გამოძიებას იქიდან კი არ დაიწყებენ, სადაც ქართული გამოძიება გაჩერდა, ისინი დაიწყებენ თავიდან. ამიტომ, არ მინდა გარემოებების ნაადრევი გასაჯაროებით მათ ხელი შევუშალო. დაელოდთ ობიექტურ ჭეშმარიტებას“, – აღნიშნა ადვოკატმა მედიაცენტრმთავარში“.

 

მსგავსი თემები