ყაზბეგიდან თბილისში ჩინეთის 9 მოქალაქე ჩამოიყვანეს, ნაწილი ინფექციურში, სპეციალურ „ბოქსში“ განათავსეს

საქართველში კორონავირუსი დაფიქსირდა თუ არა, ხვალ დილით გახდება ცნობილი. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყაზბეგიდან ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოიყვანეს. მათ „ახალი კორონავირუსის“ ტიპიური სიმპტომებით მიმდინარე ვირუსი დაუფიქსირდათ, თუმცა, ზუსტი პასუხი ეს არის თუ არა „ახალი “კორონავირუსი“, ექიმები ამ ეტაპისთვის ვერ ამბობენ.

ამ ეტაპისთვის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სპეციალურ „ბოქსში“, რომელის სწორედ „კორონავურისის“ მატარებელი პაციენტებისთვის გაიხსნა, 3 ადამიანია მოთავსებული.

როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადება,  სავარაუდოა, რომ ჩინეთიდან ჩამოსულ ბავშვებს, რომლებიც ყაზბეგიდან თბილისში გადმოიყვანეს,”კორონავირუსი” არ ექნებათ.

„დღეს ორი ასეთი შემთხვევა გვქონდა. მოგვმართა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა, ქართველმა, რომელიც მუშაობს ჩინეთში და დღეს დილით, ჩამოვიდა ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით. მან აღენიშნება ტემპერატურის მომატება და „ბოქსირებულ განყოფილებაში“, რაც შეეხება ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის 9 მოქალაქეს, ისინიც  აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ საქართველოში. ჩინეთიდან კი,  21 იანვარს გამოფრინდნენ იქიდან“ – -განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჩინეთის მოქალაქეებიდან ტყუპებს ტემპერატურის მატება აღენიშნებათ. როგორც ცერცვაძე აცხადებს, ვინაიდან ისინი არიან ჩინეთიდან  მიჩნეული არიან “კორონავირუსით” ინფექციის შესაძლო მატარებლად.

„ყველაფრისთვის მზად ვართ.  გვაქვს მრავალი ათეული წლის გამოცდილება და თუ გამოირიცხა “კორონავირუსით” ინფექცია, მათ ჩაუტარდებათ მენეჯმენტი, როგორც ჩვეულებრივ მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის პაციენტებს და გამოჯანმრთელების შედეგ გაწერილი იქნებიან კლინიკიდან, ხოლო თუ დადასტურდა ინფექცია, რისი ალბათობა ნაკლებია, წინასწარი მონაცემებით, ვფიქრობთ რომ ამ ბავშვებს ეს არ ექნებათ, მაშინ ჩაიტარებენ მკურნალობის სრულ კურსს“,- აცხადებს თენგიზ  ცერცვაძე.

მსგავსი თემები