ქართული კინოს 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხვალ გამოფენა გაიხსნება

​ქართული კინოს ისტორია 110 წელს ითვლის. წელს, ამ თარიღთან დაკავშირებით კინოსტუდია “ქართულ ფილმში” დაგეგმილია დიდი გამოფენა, სადაც საზოგადოება იხილავს საყვარელი მხატვრული და ანიმაციური ფილმების ესკიზებს, კოსტუმებს, იარაღს-საჭურველს, ფოტოებს კინოგადასაღები მოედნებიდან, კინოგადამღებ და ხმის ტექნიკას, კინოაფიშებსა და სხვა.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” გამოფენის ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა 30 ივნისს 12:00 საათზე გაიხსნება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.  დამთვალიერებელს მისვლა ყოველ დღე, 12:00-დან 18:00 საათამდე შეეძლება.

მისამართი: თბილისი, დიღმის მასივი, IV კვარტალი, ს. ახმეტელის ქუჩა N 10-ა.

​ასეთი იყო კინოსტუდია (დიღომში) მშენებლობის დროს. ცენტრში, მშენებარე ობიექტი არის ყოფილი ლაბორატორიის შენობა, სადაც მიმდინარეობდა ფირების გამჟღავნება და იბეჭდებოდა ფილმები.
ახლა პირველ სართულზე განთავსებულია საკოსტუმერო და სარეკვიზიტო, ხოლო მეორეზე — ფირსაცავი.
მარცხნივ არის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა, ხოლო მარჯვენა შენობაში — ხმის ცეხი და სამონტაჟოები.
ჩვენ ვიცავთ წარსულს მომავლის საშენებლად! – იტყობინება ფესიბუქგვერდი “ქართული კინო”.

 

მსგავსი თემები