თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, რიყის პარკში, ყოველ შაბათს, 17:00-დან 23:00 საათამდე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სახელწოდებით, „თბილისური ბაზარი“ მოეწყობა. წარმოდგენილი იქნება თბილისში დამზადებული პროდუქციის სხვადასხვა სახეობა: აქსესუარები, ტექსტილი, მინანქარი, ბატიკა, თექა, კერამიკა, მინა, ხე, ტყავი და სხვა.
როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, „თბილისური ბაზარი“ მცირე მეწარმეობის წამახალისებელი და ხელშემწყობი პროექტია და ის მიმდინარე წლის 30 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
მათივე ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს.
„ მოგეხსენებათ, ტურისტული სეზონია, ძალიან ბევრი ტურისტია ქალაქში და ეს შესაძლებლობა მათთვის მნიშვნელოვანია“, – აცხადებენ მერიაში.