ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მთავრობის დახმარების გეგმას განსხვავებულად წარმოგვიდგენს, სადაც ყველანაირი დახმარება 0-ის ტოლია, თუმცა ფეისბუქ პოსტის დასასრულს, აღნიშნავს, რომ ამ ციფრებს წინ 200 მილიონი უნდა მივუმატოთ.
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების ეკონომიკური გეგმა გააცნო. ჯამში, მთავრობა ამ მიმართულებით 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს.