უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შესაძლოა, დღესვე დასახელდეს

უზენაესი სასამართლოს უვადოდ გამწესებულმა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ დღეს, 16:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დანიშნა. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, დიდი ალბათობით, საბჭოს სხდომაზე, დღესვე დაასახელებენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მიქაუტაძე გუშინ, საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დანიშნა. მასთან ერთად, უვადო მოსამართლედ კიდევ 13 კანდიდატი დაამტკიცეს. ლევან მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე 2047 წლამდე იქნება.

მსგავსი თემები