„სურსათზე ფასის დაფიქსირებას არავინ არავის დაპირებია“ – გიორგი გახარია

საქართველო პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთვრობამ სრულად შეასრულა ის პირობა, რაც სურსათის ნაწილში საქართველოს მოსახლეობას მისცა. როგორც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, მათ სურსათზე ფასების დაფიქსირების პირობა არ გაუციათ.   

„ჩვენ ვთქვით, რომ პანდემია არის გლობალური.  ჩვენმა მეზობლებმა ან მომწოდებელმა ქვეყნებმა ძირითადმა სასურსათო პროდუქტებზე გადაკეტეს ბაზრები. ეს იყო ხორბალი, შაქარი, ბურღულეული და ასე შემდეგ. ეს იყო უბრალოდ ის, რომ ქვეყანა გარკვეული პანიკის ნიშნების წინაშე იდგა. ამიტომაც შეიქმნა სპეციალური ჯგუფი. ჩვენ გავაკეთეთ ქვეყანაში 9 აუცილებელ სასურსათო პროდუქტზე სტრატეგიული მარაგები, რომელიც დღესაც გვაქვს. არ მინდა არავის სპეკულირების საშუალება მივცე. არავინ არავის დაპირებია ფასის დაფიქსირებას. ჩვენი დაპირება იყო ის, რაც ჩვენ შევასრულეთ – ფასების სპეკულატორული მერყეობა და კურსთაშორის სხვაობის დაფიქსირება რაც ჩვენ გავაკეთეთ. საერთაშორისო ბაზრებზე, შაქარზე და ფქვილზე ფასების დაზღვევა შეუძლებელია. ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო ჩვენი შიდა რისკების დაზღვევა“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა საქართველოს პარლამენტში.    

მსგავსი თემები