“სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელიც პანდემიას ებრძვის ტესტირების თემა ხდება პოლიტიკური თემა“ – გიორგი გახარია

პრემიერმა პარლამენტიდან საკარანტინე სივრცის შექმნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მაგალითი, მსოფლიო ტურიზმის პროტოკოლში გამოიყენება. გახარიამ პისიარ ტესტებზეც გაამახვილა ყურადღება და პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

„სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში, რომელიც პანდემიას ებრძვის ტესტირების თემა ხდება პოლიტიკის თემა. მსოფლიოში არსებობს ოქროს სტანდარტი, ეს არის პისიარ ტესტირება, ქვეყანაში გვაქვს უმაღლესი დონის ლაბორატორიები, რომლებსაც შეუძლია პისიარ ტესტების ჩატარება.

ზოგიერთები მოგვიწოდებენ გავხსნათ ყველაფერი ერთად, ყველაფერი უნდა მოხდეს გეგმის მიხედვით. ყველა სახის ნაჩქარევი და სწრაფი გახსნა არის პასუხისმგებლობა ადამიანების სიცოცხლეზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ტურიზმის გახსნაზე ვიქნებით ერთ – ერთი პირველი ქვეყანა, ეს არის პასუხისმგებლობა, ამას მიჰყვება, როგორც ჯანდაცვის სისტემის მზაობა, ასევე ლაბორატორიების მზაობა.

საგულისხმოა საკარანტინე ზონები, ეს იდეა დაიბადა ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში, ეს იყო უზარმაზარი რისკი, იტალიიდან შემოსული ინფიცირების რაოდენობა მრავლად იყო, ასევე საფრანგეთიდან და აშშ – დან, ამიტომ მივიღეთ საკარანტინე ზონების შექმნის გადაწყვეტილება, როგორც ბუფერის, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მსოფლიოს ტურიზმის სააგენტოები იყენებენ პროტოკოლად. საკარანტინე სივრცეებში დღეს გვყავს 3000  – 4000 მოქალაქე, ამიტომ ახალი შემთხვევები მოგვდის დღეს საკარანტინე ზონებიდან.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები