ბიზნესომბუდსმენი  სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს აკრიტიკებს და პარლამენტს მიმართავს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ სათამაშო ბიზნესისთვის რეკლამის შეზღუდვა სარეკლამო ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. მისივე შეფასებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, დარგის წარმომადგენლებს  მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და შესაბამისად, მეტ ჩართულობასა და კომუნიკაცია ითხოვს.

“ვიზიარებთ კერძო სექტორის მოთხოვნებს და მიგვაჩნია, რომ “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში  შესატანი ცვლილებების პროექტი,  რომელიც ითვალისწინებს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელების აკრძალვას, ხოლო გარე რეკლამის შეზღუდვას რამდენიმე კრიტიკულ საკითხს შეიცავს. 1-პარლამენტში დარეგისტრირებული ცვლილებებით, სარეკლამო ბიზნესი და მედია საშუალებებიკარგავენ ერთ-ერთ უმსხვილესს კლიენტს, რაც  მნიშვნელოვნად ზღუდავს სარეკლამო ბაზრის არეალს ქვეყანაში.

2-ცვლილების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია კანონპროექტის გამოქვეყნებიდან მე-14 დღე, რაც  მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს როგორც სარეკლამო კომპანიებს, ისე მათ დამკვეთებს,  რადგან რეკლამის მწარმოებელ და გამავრცელებელ კომპანიებს აქვთ მიმდინარე კონტრაქტები აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროში, რომელთა ასეთ მცირე ვადაში  შეწყვეტაც  მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული.

3-კანონპროექტი ასევე არ შეიცავს რაიმე დათქმას ან გარდამავალ პერიოდს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ობიექტებზე განთავსებული აბრების ახალ რეგულაციასთან (აბრის ფართობის შეზღუდვასთან) შესაბამისობაში მოსაყვანად, რაც ასევე შეფერხებებეს შექმნის რეგულაციის  პრაქტიკაში განხორციელების პროცესში.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტში ასახულია ისეთი საკითხებიც, რომელზეც სამუშაო ჯგუფი არ შეთანხმებულა (მაგალითად, აბრების რეგლამენტირების საკითხი) ან სხვაგვარად შეთანხმდა (მაგალითად, გარე რეკლამის დისტანცირების მანძილი რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან)”, – აცხაებს ირალი ლექვინაძე  და  აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში  პარლამენტისგან შესაბამისი ბიზნესსექტორების წარმომადგენლების ჩართულობას ითხოვს.

მსგავსი თემები