„საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს მესამე ძალა აფუჭებს“ – შეიხი „მთავარში“

„ქვეყნებს, რომლის 20% ოკუპირებულია, მესამე ძალა ურთიერთობებს უფუჭებს. ერთმანეთის გადაკიდებას ცდილობენ,“ – აცხადებს შეიხი რამინ იდიგოვი „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„საქართველო და აზერბაიჯანი მოკავშირე ქვეყნებია, ორივეს ერთი პრობლემა გააჩნია, ორივე ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ამ ფონზე, ხდება ისეთი პრობლემის წარმოჩენა, რომ ამ ორ მოკავშირე ქვეყანას ერთმანეთის წინააღმდეგ აყენებს. მხარეებმა ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომ არცერთი ქვეყნის ინტერესი დაზიანდეს და მოსახლეობის ინტერესები არ შეიბღალოს. არ უნდა დარჩეს არცერთი მხარე უკმაყოფილო. ეს არის მესამე ძალის ჩარევის შედეგი, რათა გადაფაროს ის ძირითადი პრობლემა, რაც ორივე ქვეყანას აქვს და უფრო მეტიც ეს ორი ქვეყანა წინააღმდეგობაში მოიყვანოს“ – აღნიშნული განცხადება მუსლიმთა შეიხმა რამინ იგიდოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მსგავსი თემები